https://www.youtube.com/watch?v=TuyroRHlcBE
Der Bildungsblog ,,Nach der Wissenswelt…” dient dazu, das Wissen der Schüler in der deutschen Sprache zu erweitern, ihre Motivation in ihrem Lernprozess zu erhöhen und ihre Beteiligung am Unterrichtsprozess zu verbessern. საგანმანათლებლო ბლოგი Nach der Wissenswelt...ემსახურება მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებას გერმანულ ენაში, მათი სასწავლო პროცესში მოტივაციის ამაღლებას და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობის დონის გაუმჯობესებას...
ბლოგის მნახველთა სტატისტიკური მონაცემები
Dienstag, 19. Dezember 2017
Montag, 11. Dezember 2017
Samstag, 9. Dezember 2017
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე- ,,პრომეთე"
Prometheus
Bedecke deinen Himmel, Zeus,Mit Wolkendunst!Und übe, Knaben gleich,Der Disteln köpft,An Eichen dich und Bergeshöh'n!Mußt mir meine ErdeDoch lassen steh'n,Und meine Hütte,Die du nicht gebaut,Und meinen Herd,Um dessen GlutDu mich beneidest.Ich kenne nichts ÄrmeresUnter der Sonn' als euch Götter!Ihr nähret kümmerlichVon OpfersteuernUnd GebetshauchEure MajestätUnd darbtet, wärenNicht Kinder und BettlerHoffnungsvolle Toren.Da ich ein Kind war,Nicht wußte, wo aus, wo ein,Kehrt' ich mein verirrtes AugeZur Sonne, als wenn drüber wärEin Ohr zu hören meine Klage,Ein Herz wie meins,Sich des Bedrängten zu erbarmen.Wer half mirWider der Titanen Übermut?Wer rettete vom Tode mich,Von Sklaverei?Hast du's nicht alles selbst vollendet,Heilig glühend Herz?Und glühtest, jung und gut,Betrogen, RettungsdankDem Schlafenden dadroben?Ich dich ehren? Wofür?Hast du die Schmerzen gelindertJe des Beladenen?Hast du die Tränen gestilletJe des Geängsteten?Hat nicht mich zum Manne geschmiedetDie allmächtige ZeitUnd das ewige Schicksal,Meine Herren und deine?Wähntest du etwa,Ich sollte das Leben hassen,In Wüsten fliehn,Weil nicht alle Knabenmorgen-Blütenträume reiften?Hier sitz' ich, forme MenschenNach meinem Bilde,Ein Geschlecht, das mir gleich sei,Zu leiden, weinen,Genießen und zu freuen sich,Und dein nicht zu achten,Wie ich!
პრომეთე
ო, დიდო ზევსო, დაჰფარე ზეცა
ღრუბლის ალმურით,
და მოიქეცი იმ ვაჟის დარად,
რომელიც კაფავს ყლორტებს ნარისას.
მეხით დაბელე დიდი მუხები
და მთის მწვერვალნი,
ოღონდ მომეცი მე ჩემი მიწა
და დამიტოვე ჩემი კარავი,
რომელიც შენს ხელს არ აუგია,
და ჩემი კერაც
მისი ღველფითურთ,
შენში რომ იწვევს შურსა და მტრობას.
თქვენზე ღატაკი ამ ცის ქვეშეთში
არვინ მეგულვის; ჰოი, ღმერთებო!
თქვენ იკვებებით
უსაცოდავეს ნამუსრევისგან,
მსხვერპლთა ხარკისგან
და მათ ლოცვათა საკმეველისგან.
დაიმშეოდით, რომ არ გყოლოდათ
ბალღნი, გლახაკნი
და სულელები -
მთვრალი რწმენითა.
როს ყრმა ვიყავი, თვალს ვაცეცებდი
ზეცის თაღისკენ, რათა მეხილა
მზის სამეფოში
ყური, გამგონე ვაებათ ჩემთა,
ან გული სათნო, ჩემებრ შემწყალე
სვედაწყევლილი კაცთა მოდგმისა?
მე ვინ მიშველა ავ ტიტანებთან
სასტიკ ბრძოლაში?
სიკვდილისა და მონობის ხუნდს
ვინ განმარიდა?
გულო, აღვსილო უწმინდეს ცეცხლით,
ეს ყოველივე შენ აღასრულე!
ღვივოდი მარად ჭაბუკი ქველი;
მაგრამ მოტყუვდი! ვაგლახ, ამაოდ
მადლს მიაგებდი მთვლემარე ზენარს.
მე თაყვანი გცე? რისთვის ნეტავი?
განა მომაგე სალბუნი თავად
ჭირთა თმენისთვის?
წარგიხოცია ცრემლი ოდესმე
სასომიხდილის გამკრთალ ღაწვებზე?
ვინ გამოჰკვერა ჩემგან ვაჟკაცი?
დრომ, ყოვლის შემძლემ,
და ბედისწერამ მრავალჟამულმა,
ჩვენ ორთავეთა მბრძანებელმა,
დიდმა ბატონმა.
შენ თუ გგონია: მე მივატოვებ
ჩემი ცხოვრების ფართო ასპარეზს
და ბნელ უდაბნოს შევეხიზნები,
რადგან ოცნების ყველა კოკორმა
არ გამოიღო ნაყოფი ტკბილი?
მე მტკიცედ ვზივარ და გამოვჭედავ
ჩემნაირ რწმენის ადამიანებს,
ისეთ თაობას, რომელიც ჩემებრ
შესძლებს იტანჯოს, ჩემებრ იტიროს
და ჩემებრ დასტკბეს ამ ცხოვრებითა;
შენ კი ჩირადაც აღარ ჩაგთვალონ
ისე, როგორც მე ამას ჩავდივარ!
,,თავშესაფარი", ,,უკანა სახლის ჩანაწერები" თუ ,,ანა ფრანკის დღიური"?
ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით „თავშესაფარი“ — ებრაელი გოგონა ანა ფრანკის, ჩანაწერები, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე. გოგონას ოჯახი ამსტერდამის ერთ-ერთ შენობაში დაემალა ნაცისტებს და ისინი ორი წლის მანძილზე ძველი ოფისის შენობაში, გარემოს მოწყვეტილები იმალებოდნენ. ოჯახმა მრავალი გასაჭირი გადაიტანა. დღიურში ანა ფრანკი სწორედ ამ პერიოდს და ამასთან საკუთარ პიროვნულ განცდებს აღწერს. დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. ჩანაწერები მამამისს, ოტო ფრანკს გადაეცა, რომელიც იყო ერთადერთი ებრაელი ვინც გადაიტანა ის ომი.
იხილეთ ნაწარმოები აქ.
https://drive.google.com/open?id=1oUB90cXHcKDZlxz_45seNA17r9z7t3vx
იხილეთ ნაწარმოები აქ.
https://drive.google.com/open?id=1oUB90cXHcKDZlxz_45seNA17r9z7t3vx
Mittwoch, 6. Dezember 2017
ნობელის პრემია -,,თუნუქის დოლი"-თ
გიუნტერ გრასი დაიბადა 1927 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ დანციგში - გერმანელი მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, გრაფიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1999). მისი მშობლები ვაჭრები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გაწვეულ იქნა გერმანულ ჯარში და მსახურობდა საავიაციო დანაყოფში. ომის დასრულების შემდეგ 1946 წლამდე ამერიკელთა ტყეობაში გაატარა.
1947-1948 წწ. სწავლობდა ქვისმთლელობას დიუსელდორფში. ამის შემდგომ დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ქანდაკებასა და ფერწერას.1953-1956 წლებში ფერწერის შესწავლა გააგრძელა ბერლინის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.
1956-1959 წლებში ცხოვრობდა პარიზში. 1960 წელს დაბრუნდა ბერლინში, სადაც იგი 1972 წლამდე ცხოვრობდა. 1954 წელს გრასიმ ცოლად შეირთო ანა შვარცი, რომელსაც 1978 წელს დაშორდა. 1979 წელს ხელმეორედ იქორწინა უტა გრუნერტზე.
1956-1957 წლებში გიუნტერ გრასმა საკუთარი ქანდაკებებისა და გრაფიკული ნაშრომების გამოფენა დაიწყო, ამავე დროს დაიწყო მისი ლიტერატურით გატაცება. იმ დროს გრასი წერდა მოთხრობებს, ლექსებსა და პიესებს, რომელსაც თავად აბსურდის თეატრს მიაკუთვნებდა.
წარმოსახვითი ენით იყო დაწერილი რომანიც "თუნუქის დოლი" (გერმ. Die Blechtrommel). ამ რომანისთვის მან მიიღო პრემია "ჯგუფი 47"–ის, რომელშიც თვითონაც მოღვაწეობდა 1957 წლიდან. 1960 წელს ქალაქ ბრემენის ლიტერატურული პრემიის ჟიურის სურდა მიენიჭებინა პრემია რომანისთვის, თუმცა ბრემენის სენატი შეეწინააღმდეგა ამას. 1979 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა (რეჟისორი – ფოლკერ შლიონდორფი). იმავე წელს ფილმმა "თუნუქის დოლი" მიიღო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო, და ასევე ,,ოსკარი" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
გიუნტერ გრასისი მეორე რომანმა "კატა და თაგვი", რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს ქალაქ დანცინგში, და მოგვითხრობს ახალგაზრდა იოაჰიმ მალკეს ისტორიას, სკანდალი გამოიწვია. ჰესენის მუშაობისა და ჯანდაცვის მინისტრმა, რომანში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, მოითხოვა ფედერალური ორგანოებისგან ჩაეტარებინათ რომანის კვლევა, როგორც ამორალური შინაარსის მქონე. თუმცა საზოგადოების პროტესტის შემდეგ მინისტრი იძულებული გახდა უკან დაეხია.
1999 წელს, 72 წლის ასაკში გიუნტერ გრასმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
2005 წელს ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე – "ლიუბეკის ლიტერატურული შეხვედრები". ამჟამად გიუნტერ გრასი ცხოვრობს ქალაქ ლიუბეკში. ლიუბეკშივეა მისი სახლი, რომელშიც ინახება ყველა მისი ხელნაწერი. 2012 წელს მან გამოაქვეყნა ლექსი „ის რაც უნდა ითქვას", სადაც გააკრიტიკა ისრაელი მისი სამხედრო პროგრამის გამო. შედეგად გრასი ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ნობელის პრემიის მიღებისას გიუნტერ გრასმა წარმოსთქვა:
"ჩვენ შიშით ვაკვირდებით, რომ კაპიტალიზმი, მას შემდეგ რაც მისი ძმა სოციალიზმი მკვდრად გამოცხადდა, განდიდების მანიითაა შეპყრობილი... "
დანციგის ტრილოგია
- თუნუქის დოლი / Die Blechtrommel (1959)
- კატა და თაგვი / Katz und Maus (1961)
- ძაღლური წლები / Hundejahre (1963)
რომანები
- ლოკოკინას დღიურიდან / Aus dem Tagebuch einer Schnecke (1972)
- შეხვედრა ტელგტეში / Das Treffen in Telgte (1979)
- ვირთხა / Die Rättin (1986)
- ჩემი საუკუნე / Mein Jahrhundert (1999)
- კიბორჩხალას ტრაექტორია / Im Krebsgang (2002)
Abonnieren
Posts (Atom)
უცხო ენაში ცოდნის აგების ხელშემწყობი ფაქტორები http://mastsavlebeli.ge/?p=21033&fbclid=IwAR01nWvtz8DZ6IrzUvXdhUkdxiP3e8moXM0iReDzbQMh...